25 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

ცოტა ხნის წინ ბრალდებულებს ადვოკატები შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 

"ჩვენებასთან და ბრალთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებს და გარემოებებს არ იცნობს საერთოდ, კავილაძემ თავი შეიკავა პოზიციის გამოხატვისგან. მას მომხდარ ამბავზე, ამ ტრაგედიაზე, შესაძლებელია, რომ ჰქონდეს სურვილი გამიზიაროს ეს ყველაფერი. ჩვენ დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრა, ეს უკვე იმ კვირის დასაწყისშივე იქნება, სადაც მე მთლიან გარემოებებს გავაცნობ საქმის მასალების და მისგან მოვისმენ ინფორმაციას,"- აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

"მას ოფიციალურად გავაცანით ბრალის დადგენილება, რაში ედებოდა ბრალი, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, რა მონაცემები აქვთ შინაგან საქმეთ სამინისტროს. ეს შეიძლება იყოს ოპერატიული ინფორმაცია და, ამ ეტაპზე, ჩემთან არ საუბრობენ,"- აცხადებს აკო ჭელიძის საზოგადოებრივი ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შსს ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. უწყებამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. 

აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავება კი წყნეთში, ერთ-ერთ სახლში მოხდა. 

დღის ამბები