ბათუმში, სადაც 7-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, ბოლო ინფორმაციით, სპეციალური გამანათებელი სისტემა არის მოტანილი. სავარაუდოდ, მაშველები ღამის სამუშაოებისთვის ემზადებიან და სპეციალური სისტემით ისინი ღამითაც გააგრძელებენ მუშაობას.
შემთხვევის ადგილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ეცნობა. პრემიერს, ჯერჯერობით, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.