25 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, ის ახალგაზრდა ქალია. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილზე სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟები და პოლიციაა მობილიზებული. 

დღის ამბები