ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი გაკეთდა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკის მენეჯერი აცხადებს, რომ ქალს გზაში გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი დახმარება შეძლეს და გული აუმუშავეს.
მას აქვს ქვედა კიდურების მოტეხილობა და სხეულის სხვა დაზიანებები. კლინიკაში ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.
"ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია 20:30 წუთზე. მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება. ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება... გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. აქვს მოტეხილობები ორივე ქვედა კიდურის, სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა“ - ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი.