ბათუმში, იქ სადაც დღის პირველ ნახევარში კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების დამატებითი ძალების მობილიზაცია დაიწყო. ამ წუთებისთვის არსებული ინფორმაციით, მაშველებმა კიდევ ერთ ადამიანს მიაკვლიეს, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი. კორპუსის ნანგრევებიდან ის უახლოეს წუთებში უნდა ამოიყვანონ.
პარალელურად, შემთხვევის ადგილზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის მეთაური. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე მძიმე ტექნიკა.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში 9 საათზე მეტია მიმდინარეობს. არსებული ცნობით, ნანგრევებში 10-ზე მეტი პირია მოყოლილი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.
მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.