ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთ მოქალაქეს მიაკვლიეს. როგორც ცნობილია, მასსა და სამაშველო ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგა. როგორც 36 წლის ზვიად თავდგირიძემ მათ უთხრა, თავს შეუძლოდ არ გრძნობს, თუმცა დაზიანება აქვს ფეხზე მიყენებული, რომელიც ნგრევის შედეგად მიიღო.
ტერიტორიასთან ახლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საკაცით არიან მობილიზებულები.
პარალელურად, შემთხვევის ადგილზე რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი, აჭარის მთავრობის მეთაური. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე მძიმე ტექნიკა.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში 9 საათზე მეტია მიმდინარეობს. არსებული ცნობით, ნანგრევებში 10-ზე მეტი პირია მოყოლილი, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც.
მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.