მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი ამოიყვანეს. 36 წლის ზვიად თავდგირიძე უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაშია მოთავსებული.
ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ მაშველები და მასთან მიახლოებას რამდენიმე ადგილიდან ცდილობდნენ. თავდგირიძე მაშველებს ნანგრევებიდან ეუბნებოდა, რომ ის თავს შეუძლოდ არ გრძნობდა, თუმცა ფეხი ჰქონდა დაზიანებული.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.