20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი გარდაცვლილის ცხედარი დედა-შვილს ეკუთვნის

შსს-მ "კურიერთან" დაადასტურა, რომ ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, აქედან ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 არასწრულწლოვანია.

 

დღის ამბები