მაშველებმა ნანგრევებიდან დარჩენილი ერთი ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ბოლო იყო, ვისაც ჩამონგრეულ შენობაში ეძებდნენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ, დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.
მაშველები ნანგრევებში დღეს დილიდან კიდევ სამ მოქალქეს ეძებდნენ.
ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.