საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საჯარო რეესტრი მშენებლობის ნებართვებს არ გასცემს.
ოლეგ თორთლაძის განმარტებით, საჯარო რეესტრს მხოლოდ შეუძლია, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს.
"4 ოქტომბერს შემოტანილი განცხადებით, რომელსაც თან ახლდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, 100%-იანი დასწრებით, თავმჯდომარის ხელმოწერით, სარდაფის აზომვითი ნახაზი და პირველი სართულის უძრავი ფართის ამონაწერი, მოითხოვდა განმცხადებელი, სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ფართებზე ერთიანი საკუთრების უფლების რეგისტრაციას,"- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ თორთლაძე.