20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში" - გელა დაიაური სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გელა დაიაური ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილების ოჯახს უთანაგრძნობს. 

მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ოჯახის დაკარგვის მძიმე ტკივილი მისთვის ნაცნობია. 

"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა... რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი.

სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!,"- წერს გელა დაიაური. 

დღის ამბები