20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ბინის მეპატრონემ 2 და 1-ოთახიანი ბინები იყიდა, რას აკეთებდა, არაფერი ჩანდა - ჩამონგრეული კორპუსის  ამხანაგობის თავმჯდომარე

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 3 ადამიანი. მათ შორის არის ჩამონგრეული სადარბაზოს პირველ სართულზე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მეპატრონე.

გავრცელებული ინფორმაციით, ის შიდა სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შენობის ნგრევა. ბინის დაკავებული მეპატრონის შესახებ მისი მეზობლები საუბრობენ.

"10 დღის წინ გავიცანი ბინის მეპატრონე, რომელმაც იყიდა 2 და 1 ოთახიანი ბინები. რას აკეთებდა არაფერი ჩანდა, მერიას ნებართვა არ ჰქონია გაცემული და ამიტომ, ყველაფერს მალულად აკეთებდა,"- აცხადებს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე მიხეილ თურმანიძე. 

დღის ამბები