20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ავარია ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 18 წლის ბიჭი

ავარია ავტობანზე - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გარდაცვლილია 18 წლის ბიჭი. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებულია სამი ახალგაზრდა.

დაშავებულები კლინიკა "გორმედში" არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები