ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან კარლ ჰარცელი, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთისა და საფრანგეთის ელჩები, ლიეტუვის საგარეო უწყება და ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი.
"ტვიტერში" გამოქვეყნებულ განცხადებებში ისინი იზიარებენ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას, გამოჯანმრთელებას უსურვებენ დაშავებულებს და გამოხატავენ აღტაცებას მაშველების დაუღალავი საქმიანობისადმი.
"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს,"- წერს ევროკავშირის ელჩი.