20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
თითქოს ვმალავდი მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, ეს არის დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი ოჯახის მიმართ - ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე ერთ-ერთი ტელევიზიით მასთან და მის ოჯახთან დაკავშიბით მომზადებულ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილებს მფარველობდნენ, სიცრუე ცილისწამებაა.

"ამა წლის 9 ოქტომბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტი, თითქოს მე ვმალავდი და ვფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები - 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.

ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.

ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარსგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!" - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

დღის ამბები