20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"დღეს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვილოცოთ მათი სულებისთვის" - მიტროპოლიტი შიო

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ აღავლინა.

ლიტურგიის დასრულებოს შემდეგ, მეუფ მრევლს ქადაგებით მიმარართა და ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"დღეს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში. ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. გვინდა მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხოვნება, მათ ოჯახებს გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდოეთ მათ," - თქვა ქადაგებისას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა.

დღის ამბები