26 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
ერთი მოკლული და ერთი დაშავებული - ვინ არის პირი, რომელმაც ბათუმში ძმებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ძმებს მეზობელმა ესროლა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მძიმე მდგომრეობაში მყოფი მეორე პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

კონფლიქტის მიზეზად ფული სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

სავარაუდო დამნაშავე ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატის, პარტია "საქართველოსთვის" წევრის, აკაკი გვიანიძის მამაა. "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს გვიანიძე აცხადებს, რომ მას 28 წელია მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია.

"მამაჩემი არის ცალკე ოჯახი, 29 წლის ვარ და 28 წელიწადია დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები არიან. რა კონფლიქტი იყო და რა ხდებოდა, არაფერი ვიცი, აზრზე არა ვარ საერთოდ,"- აცხადებს აკაკი გვიანიძე.

დღის ამბები