რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ცოტა ხნის წინ, ადვოკატები შევიდნენ. მათი გამოსვლის შემდეგ გაირკვევა როგორია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს, საზოგადოებისთვის "თვალში ნაცრის შეყრაა".
"მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა ერთ წუთს, როდესაც კონკრეტულად გაუზომავ წნევას იყოს რაღაც "იქს" წნევა, მაგრამ მეორე წუთში შეიცვალოს ეს. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ეს და თავის დამშვიდება და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმდაგვარად პოზიციონირება, რომ იცით რა, მიშა სააკაშვილს არაფერი არ სჭირს, ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა," - განაცხადა ადვოკატმა
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, მესამე პრეზიდენტს პარასკევს საუბარზეც კი ეტყობოდა სისუსტე.