26 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
გორში, 27 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებულ 5 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა. საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობაზე, რომელიც 27 წლის იყო.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებთან წვდომა ბრალის წარდგენის შემდეგ ექნება.

"გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლის მე-8 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. სავარაუდოდ დღეს ბრალის წარდგენა მოხდება. ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს ეს მუხლი.  

გუშინ შედგა ჩვენს შორის პირველადი კომუნიკაცია. ამ ეტაპზე სარგებლობენ დუმილის უფლებით," - განაცხადა უფლებადამცველმა გიგა ჯეირანაშვილმა.

შეგახსენებთ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გორის ერთ-ერთ ბარში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ცემის შემდეგ დაშავებული და უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, მდინარეში გადააგდეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.

დღის ამბები