ბათუმის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი იმართება. მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გადაიხდის.
სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებიან.
ტრაგიკულად დაღუპულების გამოსვენება, ხვალ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გაიმართება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მათ დღეს პატიმრობა შეეფარდათ.