20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"დეიდამ ძალით გამომაგდო, ეზოდან რომ გავედი, საშინელი ხმა გავიგონე..." - დაღუპული ქალის დისშვილი კორპუსის ჩამონგრევის მომენტს იხსენებს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული 81 წლის ქალის დისშვილი ტრაგედიის დღეს იხსენებს.

"ამ საშინელი ტრაგედიის გამო გარდამეცვალა დეიდა, დედასავით მყავდა... გადამარჩინა დეიდამ, 10 წუთით ადრე მეუბნებოდა - წადი, წადიო, არც ვაპირებდი ჯერ წასვლას, ძალით გამომაგდო. ეზოდან რომ გავედი, გავიგონე საშინელი ხმა, არანორმალური რაღაც იყო. შემოვბრუნდი და ვნახე ეს ენით უთქმელი საშინელება," - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის დისშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

11 ოქტომბერი  საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა. მათ დღეს პატიმრობა შეეფარდათ.

დღის ამბები