არქიტექტორი, არქიტექტურის დოქტორი, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არც საბინაო პოლიტიკა არსებობს და არც კონტროლის მექანიზმი.
როგორც მამუკა სალუქვაძე ამბობს, ის აღნიშნული მექანიზმების გამკაცრების მომხრეა.
"ჩვენ არ გვაქვს საბინაო პოლიტიკა, არ არის საკანონმდებლო სრულყოფილი აქტები, რომელიც აუცილებელია. ამას ემატება კონტროლის მექანიზმი, ის რომ ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული და პასპორტიზაცია არამხოლოდ ავარიული შენობების, არამედ დაშენებები, მიშენებები, ესეც ერთ-ერთი მაგალითი იყო ამისი.
არ ვფლობთ ჩვენ ზუსტ ინფორმაციას რას უნდა მოვუაროთ და აგრეთვე არ გვაქვს მექანიზმი, როგორ უნდა მოვუაროთ, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა არის. პრაქტიკულად არის რაღაც მონახაზები, მაგრამ ბოლომდე მიყვანილი არ არის.
ძალიან კარგი, თუ გამკაცრდება რეგულაციები, ჩვენ ახლა იმას ვიწვნევთ, რაც 2000-იან წლებში მოხდა, ზედმეტი ლიბერალიზმი, მათ შორის, ნებართების და კონტროლის თვალსაზრისით. ბევრ საკითხთან დაკავშირებით არავის არაფერი არ ავალია, მას შეუძლია თავისუფლად აწარმოოს გარკვეული სამუშაოები სადამდეც მიდის, დღეს გვაქვს ამის ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითი,"- აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ "დღის კურიერში" ბათუმში მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას.