239 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღწევს.
ავსტრალიაში 106 დღიანი ლოქდაუნი მას შემდეგ დასრულდა, რაც მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია.
კორონავირუსის სწრაფი ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოუწევს მოსახლეობას გერმანიასა და შვეიცარიაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ქვეყანაში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 25 ათასს აღწევს.
შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, პანდემიაზე გამარჯვებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.