როგორია 8 ოქტომბერს, ბათუმში ნმოხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვის იოანე ქავთარაძის მდგომარეობა, რომელიც მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან გამოიყვანეს - როგორც მცირეწლოვნის დედა ამბობს, ის ამ დრომდე სტრესულ მდგომარეობაშია.
მოზარდი მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან გა მოიყვანეს.
"ძალიან სტრესშია, მაგრამ ვცდილობთ, რომ როგორმე გადავატანინოთ ეს სტრესული მდგომარეობა. ყველაფერს ვუსრულებთ რაც შეგვიძლია," - ამბობს მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძის დედა, თამთა გოგრაჭაძე.
რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ზვიად თავდგირიძე მკურნალობას კლინიკა "მედ-ცენტრში" გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
"უბედნიერესები ვართ, რომ შეუნარჩუნა უფალმა სიცოცხლე მასაც და ჩვენ ცხოვრების ხალისი შეგვინარჩუნა. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ საქართველოს, პრემიერ მინისტრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ბატონ თორნიკეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველა გადარჩენილიყო," - ამბობს ზვიად თავდგირიძის მამა, ჯემალ თავდგირიძე.
ტრაგიკულ შემთხვევა გადარჩენილი ორი მოქალაქე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მოინახულა. თორნიკე რიჟვაძემ ტრაგედიით დაზარალებულ ოჯახებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.