20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
პროტესტი თსუ-ში - სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას არაკონონიერს უწოდებს

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ნაწილი არაკანონიერს უწოდებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მათი მოთხოვნაა, რომ სასამართლო განხილვები უმოკლეს დროში დაიწყოს, რათა თვითმმართველი ორგანოს არჩევა შეძლონ.

არჩევნები დღეს უნდა გამართულიყო, 2 დღის წინ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები ონლაინ აირჩიეს, რაც შეკრებილთა თქმით, არალეგიტიმურია.

მათი მტკიცებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იურიდიული ფაკულტეტის დეკანატის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშკარა და დაუფარავ ზეწოლას როგორც აკადემიურ პერსონალზე, ასევე სტუდენტებზე. რაც მიზნად ისახავდა მათდამი ლოიალურად განწყობილი სტუდენტებით ფაკულტეტის საბჭოს დაკომპლექტებას. 

დღის ამბები