ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს. ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა.
გარდაცვლილთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა. 26 მაისის ქუჩაზე უკვე მეოთხე დღეა "გლოვის კედელია" აღმართული, აქ მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს.
8 ოქტომბერს, სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამი პირი.