20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი ვენაში - შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა

ვენაში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა. მასში 50-მდე ავსტრიული კომპანია მონაწილეობდა. ისინი, ძირითადად, წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგო და საკონსულტაციო სექტორებს წარმოადგენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივეზე გაამახვილა ყურადღება.

"ეს ბიზნესფორუმი იმის ნიშანია, თუ რა იქნება მომავალში. პირველ რიგში ეს არის ქვეყნებს შორის უკვე წარმატებული თანამშრომლობის ნიშანი და ასევე, სიგნალი იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები და რა შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობ, ეს გვაძლევს იმედს და გვიბიძგებს მომავალი შესაძლებლობებისკენ.

ჩვენ წარმატებული პარტნიორობა გვქონდა სხვადასხვა სფეროში, ასევე, ორ ქვეყანას შორის პანდემიამდე პოზიტიური მზარდი ტენდენცია იყო ვაჭრობაში. საქართველო განაგრძობს ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს, კონკურენტუნარიანი შრომითი ძალისა და მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის შეთავაზებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რაც მას აქცევს პოტენციურად მიმზიდველ ადგილად ინვესტიციებისთვის,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები