დღეს სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
წირვა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.
სვეტიცხოველში წასასვლელად მსურველებს უფასო ავტობუსებითაც შეეძლოთ მგზავრობა, რომლებიც მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათზე გავიდა.