პოლიციამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისსა და ბათუმში ჩაატარა.
"კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის,"დათო თბილისკის" დედას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და ჩაატარეს ჩხეკა, თუმცა ნივთმტკიცების სახლით პოლიციელებს ბინიდან არაფერი ამოუღიათ.
"სახლი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი არ წაუღიათ. რაც გახაჩხრეკია და რაც მოსაძიებელია ის არავის არ აინტერესებს. კედელი გამონგრეული მაქვს, ჭერი ჩამონგრეული მაქვს, ძლივს ვცხოვრობ აქ. რატომ დააკავეს არ ვიცი, დღეს გავიგებთ ამას. არაფერი არ ვიცი," - განაცხადა "დათო თბილისკის" დედამ.
საქმე ეხება ე.წ. კანონიერი ქურდების სახელით, ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის წართმევას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.
შსს-მ ასევე გაავრცელა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანს, თუ როგორ გეგმავენ ერთ-ერთ ბინაში დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით თანხა გამოძალვას.