მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებიც კოლონით თბილისის მიმართულებით მოემართებიან, ე.წ. ცოცხების პერფორმანსით გამოაცილეს იმერეთიდან. მოქალაქეების ნაწილი დღევანდელ აქციას აპროტესტებს.
შეკრებილები ამბობენ, რომ ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალდნენ.
"მე აქ მოვედი იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიშას რეჟიმმა აწამა, რომელთა სისხლიც დაიღვარა. ზოგი მიდის აქციაზე და ითხოვს, რომ მიშა გაათავისუფლეთო, ჯალათი, რომელიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა იყოს მართლმსაჯულების ხელში," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადა. პარტიის აქტივი ყველა რეგიონიდან თბილისისკენ მოემართება.