20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი ის არის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე. მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი,“ - ეპისკოპოსი მიქაელი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას სასულიერო პირები ეხმაურებიან. ხელმომწერთა შორის მათი ნაწილიც არიან.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მიქაელი (გაბრიჭიძე) ამბობს, რომ მომხრეა ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. 

"ჩვენ მარტო არ უნდა გვქონდეს ერთ ადამიანზე ან ორ ადამიანზე გათვლილი, თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმის, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ხელის მოწერა ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე. მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები,“ - ამბობს ეპისკოპოსი მიქაელი.

 

დღის ამბები