მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეხმაურება. მიტროპოლიტი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ იმ დროს ბევრი დანაშაული ხდებოდა.
"100 ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა. მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები? ეს ნიშნავს, რომ მაშინ იყო დიქტატურა და ახლა არის დემოკრატია, ამიტომ თქვენ თამამად ლაპარაკობთ. შერიგება უნდა იყოს, მაგრამ როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება,“ - ამბობს მიტროპოლიტი იოანე.