პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის სპეცდანაყოფები განთავსდნენ - უწყების ცნობით, ადგილზე პოლიციის ჯგუფები საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.
დანაყოფები პარლამენტის და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოებში ყვითელი ავტობუსებით და ე.წ. პიკაპებით შევიდნენ.