11 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
თანხის გამოძალვა დაშინებით - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. აყვანის სპეცოპერაცია ერთდროულად ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით რამდენიმე ათასი დოლარი გამოსძალეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები