20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
გორში პირმა 21 000 ლარის უაქციზო სიგარეტი შეიძინა - დაკავებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გორში შეიძინა.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ 4 999 კოლოფი, რომლის ღირებულება 21 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. 

დღის ამბები