20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
აუცილებელია საყოველთაო შერიგება, დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს - ეპისკოპოსი მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ციხეში მივიდა 

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე მივიდა. როგორც მან ციხეში შესვლამდე განაცხადა, - აუცილებელია საყოველთაო შერიგება.

"მის გათავისუფლებას მეც მოვაწერე ხელი და გავაჟღერე იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენ ერი,"- განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ. 

ამ წუთებში, ექსპრეზიდენტთან ლიზა იასკო იმყოფება. 

დღის ამბები