რა გავლენას ახდენს სავსე მთვარე ადამიანის ქცევაზე - უძველესი დროიდან სავსე მთვარე ადამიანებისთვის დაკავშირებული იყო რაღაც მისტიკურთან და საშიშთან. სხვადასხვა რწმენის მიხედვით სწორედ ამ დროს აქტიურდებოდნენ მაქციები, ვამპირები, ხოლო ადამიანები "ჭკუიდან იშლებოდნენ".
თანამედროვე სამყაროში სავსე მთვარის ადამიანზე გავლენის გამოკვლევა ბევრმა მეცნიერმა დაიწყო.
BBC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შვეიცარიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანების ემოციური აღგზნებადობის დონე სავსე მთვარის დროს ბევრად მაღალი იყო. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს რამდენიმე წუთით მეტი დასჭირდათ დასაძინებლად, ვიდრე სხვა დღეებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ძილის ხარისხი და პროდუქტიულობა 15%-ტით ნაკლები იყო ჩვეულებრივზე.
აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს კვლევაში მონაწილე პირებმა არ იცოდნენ, რომ სავსე მთვარე იყო და იძინებდნენ სრულიად იზორილებულ ოთახში, სადაც მთვარის ან სხვა სახის შუქი არ შედიოდა.
იქედან გამომდინარე, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა საკმაოდ უცნაური შედეგები აჩვენა, მეცნიერები სხვა ტიპის სტატისტიკებით დაინტერესდნენ. მაგალითად, თუ მატულობდა სავსე მთვარის დროს სხვა დღეებთან შედარებით ავარიები, მსუბუქი, თუ მძიმე დანაშაულებები და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სავსე მთვარის გრავიტაცია გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში შემცველ წყალსა და ფიზიოლოგიურ სითხეებზე, რაც ყველაფრის გამომწვევი მთავარი მიზეზია. აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომ გავლენას ჩვენს ქცევებზე სავსე მთვარის შუქი ახდენს, მაგრამ ეს მოსაზრება თანამედროვე სამყაროში უკვე მრავალჯერ იქნა უარყოფილი.
თუ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით ამ ტიპის სტატისტიკებს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ ძაღლები, კატები, ვირთხები და ცხენებიც კი ყველაზე ხშირად ადამიანებს ახალი მთვარის დროს ესხმიან თავს.
საბოლოოდ, მრავალი ექსპერიმენტისა და კვლევის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ - მთვარის ფაზები ყველა ადამიანზე ერთდროულად არ ახდენს გავლენას, მაგრამ გარკვეული კავშირების მართლაც არსებობს.
სტატიას სამეცნიერო კვლებების შესახებ - BBC აქვეყნებს.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე