ზუგდიდში ყოფილი პატიმრების მშობლები და ახლობლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან მათი ახლობლები ყოფილი ხელისუფლების მმართველობის მსხვერპლები არიან.
პატიმრების ახლობლების თქმით, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ სამართლიანობა აღდგა და სჯერათ, რომ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება შესაბამისად დასჯის.
"ჩემი შვილი ჰყავდათ ზეწოლის ქვეშ იმ მთავრობის პერიოდში. სამჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ამისი დამადასტურებელი საბუთებიც გამაჩნია. ჰქონდა ხერხემლის ძვლის გამრუდება. ყოველ წუთს ველოდებოდი ტელეფონის ზარს, რომ დამირეკავდა და ჩემი შვილის სიკვდილს მეტყოდნენ ალბათ-მეთქი, იმხელა ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ. თუ სააკაშვილს ეკუთვნის თავისუფლება, რატომ ჩვენს შვილებს არ ეკუთვნით," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.