საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს, გაიკეთოს ტესტები და მიიღოს წამლები.
ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა. როგორც რუსთავის ციხეში მოთავსებულმა მე-3 პრეზიდენტმა ნიკოლოზ ყიფშიძეს უთხრა, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
ყიფშიძემ ასევე აღნიშნა რომ, სააკაშვილი თავს მხნედ, მოსალოდნელზე უკეთ გრძნობს.
"სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა წამლებზე, თანახმაა ტესტებზე. მე ველოდი უფრო უარეს მდგომარეობას. პრეზიდენტმა მითხრა, რომ არასოდეს არ შეწყვეტს შიმშილობას,"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.