30 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
50-მდე ოჯახის ევაკუაცია ბათუმში - რა გახდა 26 მაისის ქუჩიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანის მიზეზი 

ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტების წინასწარი ინფორმაციით, შენობა უსაფრთხო არ არის. 50-მდე ოჯახს ალტერნატიული ფართი შესთავაზეს. მათი ძირითადი ნაწილი კი, დროებით სასტუმროებში განათავსეს.

"მიზეზად ექსპერტიზის დასკვნა დაგვისახელეს, პირველ სართულზე არსებული კომერციული ფარის მშენებლობის დროს არასწორი სამუშაოები განხორციელდა და მოსახლეობის დაზღვევის მიზნით, გადაწყვიტეს სრულად დაეცალათ დარჩენილი 4 სადარბაზო,"- აცხადებს კორპუსის თავმჯდომარე ქეთევან პაპავა.

 

დღის ამბები