20 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
სააკაშვილი საქართველოში ქართული ფაშიზმის ფუძემდებელი იყო - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაციაში "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება სამართლიანობის აღდგენის შემადგენელი ნაწილია.

ნანა კაკაბაძის შეფასებით, სააკაშვილის გათავისუფლება მიუღებელია. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ იქონიოს ისეთი სამართლებრივი მიდგომები, როგორსაც ახორციელებს ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის მიმართ.

"თურმე სააკაშვილი შესაძლება განხილული იყოს პოლიტპატიმრად, ანუ გიტლერიც, რომ დაეპატიმრებინათ, მათი მიდგომებით პოლიტპატიმარი იქნებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში ქართული ფაშიზმის ფუძემდებელი. დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პრივილეგირებული სამართლებრივი მიდგომა, იქნება ამ ხელისუფლების ჩამოშლის საწინდარი. ის მოქალაქეები ვინც დღემდე უჭერს "ქართულ ოცნებას", დაუპირისპირდება დღევანდელ ხელისუფლებას და ხელს შეუწყობს მათ ჩანაცვლებას,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. 

დღის ამბები