20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
სააკაშვილი შიშით უნდა ძრწოდეს, ილოცოს რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი - ზაზა დავითაია

რუსთავის 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. სიტყვით გამომსვლეთა შორისაა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და მას უნდა ეშინოდეს იმ ადამიანების რისხვის ვინც მე-3 პრეზიდენტს ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს ჰყავს გამწარებული. 

"სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს - უნდა შიშით ძრწოდეს. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი, მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით. შენგან დათრგუნული ადამიანები მოვიდნენ. მათი რისხვა, როგორც მთიდან ზვავი, ისე გორდება და წალეკავს სრულიად ფაშიზმს. 

სააკაშვილო, შენ ახლა რა პირობებშიც იმყოფები, ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც შენს მერე შეიქმნა – როცა არავინ გეხება, როცა საკანში არავინ გივარდება, როცა შენი შვილების სურათებს არ ხევენ და მის შეჭმას არ გაიძულებენ, როცა გაუპატიურებას არ გიპირებენ. როცა შიმშილობას აცხადებ და განაცხადი თაფლის ქილებზე გაქვს გაკეთებული. როცა პატიმრობის მეორე დღესვე ციხის მაღაზიიდან ძვირადღირებულ ტელევიზორს ყიდულობ - მე, ჟურნალისტს, საკანში კალამი და ფურცელი, რომ მქონოდა, ციხის დირექტორის სახელზე განცხადება დამაწერინეს," – განაცხადა ზაზა დავითაიამ სიტყვით გამოსვლისას. 

დღის ამბები