20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ" - თსუ-ში ნატა ასათიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტის ნატა ასათიანის წიგნის - "ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ" პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო "ყველაფერი საჯაროდ საუბრის შესახებ" ერთ-ერთი პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც საჯარო გამოსვლის სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ უამბობს მკითხველს. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.

დღის ამბები