20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"12 წლის შემდეგ ჯიქი საქართველოში დაბრუნდა!" - რა ფოტო დააფიქსირა ფოტოხაფანგმა

თუშეთში, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა ჯიქი, იგივე ლეოპარდი დააფიქსირა, ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

ფოტო აგვისტოშია გადაღებული. 

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უპირველეს საქმიანობას ბიომრავალფეროვნების დაცვა, მოფრთხილება, კანონდარღვევის აღმოფხვრა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რაშიც ჩვენი რეინჯერები თავს არ ზოგავენ.

სწორედ რეინჯერების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მომრავლდა არაერთი მნიშვნელოვანი სახეობა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები