20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადარჩენას ნიშნავს.

"თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება სპეციალისტებისგან, რას მოგვიტანს ჩვენ მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაიმე სხვა საქმე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგას?... მეტი გამოსავალი ჩვენ ამ დაუსრულებელი პანდემიის ტალღების პირობებში არ გვაქვს. ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები