კოვიდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.
სპეციალისტების თქმით, მხოლოდ აცრას შეუძლია ეპიდემიის შეჩერება. განსაკუთრებით მნიშნველოვანია წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის ვაქცინაცია, მათ შორის მასწავლებლების.
120-ზე მეტმა მასწავლებელმა ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს და ვანის სკოლებიდან მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო შეხვედრებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.
"ეს შეხვედრები იყო ძალიან ნაყოფიერი, დაისვა ბევრი ის კითხვა, რომელიც მათ აბრკოლებდათ იმასთან დაკავშირებით, მიეღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ რეალური შედეგი, იმიტომ რომ არა ერთი მათგანი აიცრა ჩვენი ვიზიტების პირობებშიც კი," - აცხადებს სისხლძარღვთა ქირურგი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მამუკა ბოკუჩავა.
2021 წლის მაისის შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა ათეულობით შეხვედრა მასწავლებლებთან, და შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.