facebook ე.წ. მეტავერსის შესაქმნელად ევროკავშირში მომდევნო 5 წელიწადში 10 000 ადამიანს დაასაქმებს. "მეტავერსი" სამგანზომილებიანი, ინტერაქციული ონლაინსამყაროა, სადაც ადამიანებს საკუთარი პროფილის გამოყენებით კომპიუტერული თამაშების თამაში, მუშაობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლებათ.
facebook-მა "მეტავერსის" შესაქმნელად უკვე განახორციელა 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია.