ინფექცური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე კახა ჩომახიძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ რეანიმაციულ გამყოფილებებში მოთავსებული პაციენტთა ასაკის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის დაავადება გაახალგაზრდავდა და პრაქტიკულად ჯანმრთელი პაციენტების მდგომარეობაც საკმაოდ მძიმდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებათ. მისივე განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო დაწესებულებებში დაგვიანებული მიმართვიანობაა.
"საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც წვანან, მოზრდილებიც, ასაკიანებიც. რეანიმაციაში ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა ეს დაავადება.
ამ ბოლო პერიოდში, "დელტა" შტამს უფრო უკავშირდება ეს ყველაფერი, პრაქტიკულად ჯანმრთელი, მით უმეტეს, ეს ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანი სპორტსმენი იყო, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ თვითონ ვირუსი, დაავადების ეს შტამი იწვევს დამძიმებულ შემთხვევებს.
მადლობა, რომ ბევრი არ იყო, მით უმეტეს, ახალგაზრდებში, მაგრამ პრაქტიკულად ჯანმრთელებიც მძიმდებიან და ხვდებიან რეანიმაციაში.
ამის ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაც არის," - აცხადებს კახა ჩომახიძე.