დღეს "რუსთავი 2-ზე" "ნიჭიერი" იწყება. მეგაშოუ მეათე საიუბილეო სეზონს ხსნის. კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან.
პროექტის პროდიუსერების თქმით, ეს იქნება ყველაზე საინტერესო "ნიჭიერი" შოუს ისტორიაში. დილიდან თბილისში, სპეციალური ავტობუსი გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობას მეგაშოუ ნიჭიერის მეათე საიუბილეო სეზონის დაწყებას ამცნობს.