26 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
"​მეზობლები და ბიძაშვილები არიან, უწყინარი ხალხი დახოცა" - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა გურჯაანში - 71 წლის კაცმა ბიძაშვილი და მისი ცოლი მოკლა.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზოგადად, კონფლიქტი მხარეებს შორის დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბრალდებულს მოკლული კაცის ძმასთან ჰქონდა პრობლემა და პირადად მასთან.

"​მეზობლები და ბიძაშვილები არიან. ცეცხლსასროლი იარაღით არის ნასროლი და მოკლული ორივე. უწყინარი, უგემრიელესი ხალხი დახოცა. მიწის ნაკვეთს მეორე ძმას ედავებოდა, ვინც დახოცა ამათთან არაფერი პრობლემა არ ჰქონდა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

ამასთან, "კურიერი" მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ნათესავებს შორის წლების წინ კონფლიქტი დაიწყო მათ სახლთან მდებარე საკარმიდამო მიწის გამო. მისი თქმით, თითქმის მოგვარებული იყო საქმე და მისთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა დღეს დილით ეს ფაქტი.

ცნობისთვის, ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფით ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცის გადარჩენა კი საავადმყოფოში ექიმებმა ვერ შეძლეს. შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.

დღის ამბები